ახალი ამბები

იაგო წიკლაური პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა

იაგო წიკლაური რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საჯარო სექტორში ის 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდეც საქმიანობდა. კონკრეტულად კი 2015-2017 წლებში მუშაობდა ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში და იყო ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი.

ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად წიკლაური აღარ დაასაქმეს, მოგვიანებით ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთო და მონაწილეობდა 2018 წელს, საალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კაპანიაში. ამ პერიოდში აღნიშნულ “დამოუკიდებელ” კანდიდატს მან 50 ლარი შესწირა.

“რეგიონული პოლიტიკის საკითხები უამრავია და შეიძლება განსაკუთრებით აღინიშნოს სამოქალაქო ჩართულობის თემები თვითმმართველობებში, რომელიც იხილება პარლამენტის შესაბამის კომიტეტში. ჩემი, როგორც სამოქალაქო ბიუჯეტის ექსპერტის როლია თვითმმართველობის კოდექსში შესაძლო ცვლილებების ირგვლივ საკითხების განხილვაში მონაწილეობა და ა.შ. აქ უამრავი დეტალებია, რაც ეტაპობრივად განიხილება სპეციალისტების და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობებით. მიზანია მეტი ჩართულობის მექანიმების შემუშავება-რეგულაცია-განვითარება და მისი პოპულარიზაცია ადგილობრივ მოსახლეობაში”,-უთრა რადიო “მოზაიკას იაგო წიკლაურმა.

ინფორმაციისთვის, იაგო წიკლაური წლების განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის პარტიის “სქართველოს გზა” წარმომადგენელი იყო გორში, მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საგარეო-საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა.

დატოვეთ კომენტარი