ახალი ამბები

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას სწავლობს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჯარიაშენში იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივ მკვიდრს, ელიზბარ მესტუმრიშვილს შეხვდნენ, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ძალების მერ რამდენჯერმე იყო დაკავებული. მასთან ერთად ორგანიზაციის წევრებმა სოფელში გავლებული ხნულები ნახეს, რომელიც სოფელს ოკუპირებულ ტერიტორიასთან ყოფს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებებს სწავლობს, რომლის შესახებ უახლოეს პერიოდში ვრცელი ინფორმაციის გამოქვეყნებას გეგმავს.

“გამყოფ ხაზთან” ყველა სოფელში დავდივართ ზოგადად მონიტორონგის მიზნით და საჭიროებების გამოვლენისთვის. ვიყავით ჩასული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში. პრობლემები თითქმის იგივეა, რაც იყო. უსაფრთხოების საკითხი, პოლიციის საგუშაგოს არარსებობა და დაუცველობის განცდა, სოცილაური პრობლემები, გზა, გარეგანათებაც კი არაა ამ სოფელში ყველგან,“-უთხრა რადიო “მოზაიკას” ორგანიზაციის წარმომადგენელმა, უჩა ნანუაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.