ახალი ამბები

გორის ტრანსპორტის სააგენტო ავტობუსების შეკეთებისთვის 150 000 ლარს ხარჯავს

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ ავტობუსების შეკეთებისთვის გამარტივებული შესყიდვა განახორციელა და ხელშეკრულება შპს “აზია სერვისს” გაუფორმა.

ხელშეკრულების ღირებულება 150 000 ლარია. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სააგენტოს ბალანსზე არსებული 30 ავტობუსის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

“კომპანიას ასევე ევალება სააგენტოს მხრიდან სწორი ექსპლოატაციისა და საგარანტიო პირობების შესრულება/დაცვისთვის პერიოდული ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიწოდება” , – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში.

შესყიდვის პირობების მიხედვით, სააგენტოსა და “აზია სერვისს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაშია 2022 წლის 1 თებერვლამდე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.