ახალი ამბები

ხოჯევანიშვილი: გორში მიმდინარე პროექტები თავის დროზე ჩემი ძალისხმევით დაიწყო

გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, გორში მიმდინარე მსხვილი პროექტები, რომლებიც ტრანსფერით ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა, მისი უშუალო ჩართულობითაა დაწყებული. გიორგი ხოჯევანიშვილის განმარტებით, სამეფო ქუჩის, ახალბაღის რეაბილიტაცია და სხვა სამუშაოები, რომლებიც ამჟამად გორში ხორციელდება მისი წინასაარჩევნო დაპირებები იყო და მათ დასაწყებად ყველა არსებული შესაძლებლობა გამოიყენა, დღეს კი როგორც ხოჯევანიშვილი აცხადებს, ამ პროექტებით თავს გორში ხელისუფლება იწონებს.

“ეს პროექტები არის უშუალოდ ჩემი ჩართულობით დაწყებული და დღეს ხორციელდება. მათ შორისაა სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში იდო, ჩემს გუბერნატორობამდე და ასე იდებოდა, რომ არ ყოფილიყო ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობა და მოთხოვნა პროექტის განხორციელებაზე. იგივე ეხება “ახალბაღის რეაბილიტაციას, კვერნაქის დასახლებაში წყლის პრობლემა და ა.შ. ეს ის საკითხებია, რომლებზეც მე გავეცი დაპირება. ჩემი გუბერნატორობის პერიოდში მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილებები და დღეს ხორციელდება”,-ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები