2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნების” პროპორციული სიის პირველი ნომერი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე დავით რაზმაძეა, მე-2 ნომრად კი, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.
ათეულში მოხვდა ასევე ორი გორელი სპორტსმენი – სიის მე-5 ნომერი არის სუმოს მსოფლიო ჩემპიონი გიგა გელაშვილი, რომელიც ამავდროულად არის “ქართული ოცნების” გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მეორე სპორტსმენი, რომელიც მმართველი პარტიის პროპორციულ სიაშია არის გიორგი გოგშელიძე, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი. ის სიის მე-7 ნომერია.
რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ სიის ათეულს:
1. დავით რაზმაძე;
2. გიორგი სოსიაშვილი – გორის უნივერსიტეტის რექტორი;
3. ლია ოქროპირიძე – სტალინის მუზეუმის დირექტორი;
4. მარლენ ნადირაძე – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
5. გიგა გელაშვილი – მსოფლიო ჩემპიონი სუმოში;
6. თამარ მურალოვა – საკრებულოს მოქმედი წევრი;
7. გიორგი გოგშელიძე ( მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში)
8. მიშა გოგინაშვილი;
9. ლია მამულაშვილი (გორის უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი)
10. ვახტანგ ბერიკაშვილი.