ახალი ამბები

“გორმედის” ქსელის კოვიდკლინიკებში 250 სტაციონალური პაციენტი მკურნალობს 

“გორმედის” ქსელის კოვიდკლინიკებში 250 სტაციონალური პაციენტი მკურნალობს,-ამის შესახებ “გორმედის” კლინიკურმა დირექტორმა, ხათუნა შრუბმა განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, ,,გორმედის“ ქსელს ჟანგბადის მომარაგების მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს.

“გორმედს გააჩნია საკუთარი ჟანგბადის ქარხანა, რომელც ქსელის კლინიკებს უზრუნველყოფს ჟანგბადით, ასევე შეთანხმება გვაქვს კონკრეტულ მომწოდებლებთან და ამ დრომდე მოწოდებაზე პრობლემა არ ყოფილა. გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნულ საკითხზე მუდმივ კორდინაციაში ვართ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, აღნიშნული უწყების მხრიდან ხორციელდება ინტენსიური მონიტორინგი, რომ არ მოხდეს შეფერხება. მოგეხსენებათ, ჩვენი სამედიცინო ქსელი პანდემიის დაწყების დღიდანაა ჩართული კოვიდის მართვაში და ამჟამადაც 250 სტაციონარული პაციენტი მკურნალობს ჩვენს კოვიდკლინიკებში“, – ხათუნა შრუბმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები