ახალი ამბები

გორელმა ლექტორმა გახარიას პარტიას 10 ლარი შესწირა

გორელმა ლექტორმა მაია ბოლაშვილმა ყოფილი პრემიერის დაფუძნებულ პარტიას “საქართველოსთვის” 10 ლარი შესწირა.

შემოწირულობა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ბაზაში 13 აგვისტოს აისახა.

ბოლაშვილმა ღია მხარდაჭერა გორი-კასპის მაჟორიტარს გიორგი ხოჯევანიშვილს ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა, როცა ის “ქართული ოცნების” რიგებში იყო.

მას შემდეგ, რაც ხოჯევანიშვილი გახარიასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა, ბოლაშვილიც პარტიის “საქართველოსთვის” მხარდამჭერი გახდა.

დატოვეთ კომენტარი