გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში უსახელო სკვერს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლის ოთარ სუხიტაშვილის სახელი მიენიჭა.
“აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული. აღნიშნული სკვერისთვის სუხიტაშვილის სახელის მინიჭების ინიციატივა საკრებულოს წევრს მურაზ ღოლიჯაშვილს ეკუთვნის” , – ინფორმაციას საკრებულოს ადმინისტრაცია ავრცელებს.
ოთარ სუხიტაშვილი 1975 წელს დაიბადა. იგი აგვისტოს ომში იბრძოდა, ჰქონდა კაპრალის წოდება. ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
დატოვეთ კომენტარი