სტატიები

გზა აკადემიური საქმიანობიდან პოლიტიკამდე – ეთერ ჯალაღანიას გზა

ეთერ ჯალაღანია “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატია გორში. ამავდროულად, ის არის პარტიის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე პოლიტსაბჭოს წევრი.

სკოლა გორში დაამთავრა და უმაღლესი განათლებაც აქ მიიღო. აქვს საჯარო სამსახურებში მუშაობის გამოცდილება. ასევე, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას, იყო ლექტორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ, “ევროპული საქართველოს” კანდიდატის მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს:

2021

2021 წლიდან

არის პოლიტიკური პარტია ,,ევროპული საქართველოს’’ პოლიტსაბჭოს წევრი.

2019

2019 წლიდან

არის ,,ევროპული საქართველოს’’ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;

2010

2010-2014 წწ

იყო საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონალური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

2008

2008-2010წწ

იყო საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი;

2005

2005-2007 წწ

სსიპ გორის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილედ

2000

2000-2005წწ

მუშაობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სექტორის გამგედ

2000

1998 – 2000 წწ

მუშაობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კადრების განყოფილების საქმის მწარმოებლად;

1998

1998 – 2006 წწ

მუშაობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორის თანამდებობაზე

1998

1998-2002 წწ

სწავლობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სისხლის სამართლის მიმართულებით;

1997

1997 წელი

დაამთავრა გორის სახელმწიფო ეკონომიკურ -ჰუმანიტარული ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით

1992

1991-1992წწ

სწავლობდა მართვის ინსტიტუტის მენეჯერთა სკოლაში

1992

1992 წელი

1992 წელს დაამთავრა გორის N8 საჯარო სკოლა;

1975

1975 წელი

დაიბადა 1975 წლის 30 მარტს ქ. გორში

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.