გორელი კალათბურთელის, თენგო გოგიშვილის ლიდერობით საქართველოს ნაკრებმა, 16 წლამდელთა ევროჩელენჯზე კვიპროსი დაამარცხა 86:76.
“სოფიაში მიმდინარე ევროჩელენჯში საქართველოს და კვიპროსის ნაკრებების გარდა, უნგრეთი და სლოვაკეთი ასპარეზობენ. გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილი (მწვრთნელი დათო რუსიშვილი) თენგო გოგიშვილი, ჩვენი ნაკრების ლიდერია და მან ეს კვიპროსთანაც დაამტკიცა. თენგომ ყველაზე – მეტი 27 ქულა მიითვალა და ამასთან, 10 ბურთიც მოხსნა” , – აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეჯგუფის ბოლო მატჩს ქართველი კალათბურთელები დღეს გამართავენ და უნგრეთს დაუპირისპირდებიან.