მთავრობის პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში გორში, კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გორის მერი აცადებს, რომ ამავე პროექტის ფარგლებში გეგმავენ ქალაქის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის ფასადებისა და გუმბათის რეაბილიტაციაც განახორციელონ. რაც შეეხება შენობას, როგორც ცნობილია ის ავარიულია და მისი მთლიანი რეაბილიტაციისთვის, ადგილობრივ დონეზე ამ დრომდე თანხები ვერ მოინახა. რადიო “მოზაიკასთან” საუბარში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მუშაობა ავარიულ შენობაში უწევთ, რადგან მისი რეაბილიტაცია საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული რაც ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია.
“იცით, რომ მიმდინარეობს გორში, სტალინის ქუჩაზე კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია. ვფიქრობთ, ამავე პროგრამის ფარგლებში მოხდეს ადმინისტრაციული შენობის ფასადისა და გუმბათის რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის საჭირო თანხები “განახლებული რეგიონების” ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოყო”,-უთხრა რადიო “მოზაიკას” კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, სამსართულიანი მინისგუმბათიანი შენობა გორში, სტალინის ქუჩაზე, 1952 წელს აშენდა, რის შემდეგაც მას ძირეული სარეაბილიტაციო სამუშაოები აღარ ჩატარებია.