ახალი ამბები

“ევროპულმა საქართველომ” გორის მერობის კანდიდატად ეთერ ჯალაღანია დაასახელა

“ევროპული საქართველოს” სახელით გორში მერობისთვის ეთერ ჯალაღანია იბრძოლებს. კანდიდატად ის პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ რამდენიმე წუთის წინ დაასახელა. მისი თქმით, 18-მდე მუნიციპალიტეტში გაერთიანებულ ოპოზიციას საერთო კანდიდატი ეყოლება, თუმცა როგორც ბოკერიამ აღნიშნა არის ოლქები, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიები “ევროპული საქართველოს” კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

გორში “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი კანდიდატი უკვე დასახელებული ჰყავს. ვასილ მახარაშვილისგან დამოუკიდებლად ამომრჩევლის გულის მოგება “ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ოფისის თავმჯდომარეს, ეთერ ჯალაღანიას მოუწევს.

ჯალაღანია პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებამდე სხვადასხვა დროს, საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.