გორის კულტურის სახლის დარბაზში ვაჟა აზარაშვილის კონცერტი გაიმართა.
კონცერტის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა და არც მედიისთვის უცნობებიათ.
როგორც მერიაში განმარტავენ კონცერტი ფილარმონიის დირექტორის ინიციატივით გაიმართა.
” ორი ადამიანი ესწრებოდა კონცერტს, რამდენიმე ხნით ადრე გორის მერიას წერილობითი თხოვნით მომართა ფილარმონისს დირექტორმა და მერიამ უბრალოდ ტექნიკური მხარდაჭერა გასწია. სხვა სახის ჩართულობა ორგანიზებაში ჩვენი მხრიდან არ ყოფილა”, – განმარტავენ მერიაში.
რადიო “მოზაიკას” დაინტერესდა რატომ არ გადადეს კონცერტი თანამშრომლის გარდაცვალების გამო, რაზეც კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელმა გვიპასუხა, რომ ეს კონცერტი დიდი ხნის წინ დაგეგმილი იყო.
“გაწერილი იყო ეს კონცერტი, მერიამ დაგვავალა ორგანიზებაში დახმარება. არ მაქვს ინფორმაცია ვისი ორგანიზებით იყო”, – გვითხრა გელა კაპანაძემ.
2 დღის წინ, 8 აგვისტოს წინ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომელი, გურამ პაპუაშვილი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.