ახალი ამბები

გორში დევნილი ოჯახებისთვის ფქვილს არიგებენ

გორში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში საცხობი ფქვილის დარიგება მიმდინარეობს. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ამით სრულდება საკვები პროდუქტის გაცემის პროგრამა, რომელიც ბიუჯეტში ყოველწლიურადაა გათვალისწინებული. გამგებლის მოადგილე, ნუგზარ კახნიაშვილი ოპონენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვასთან ამ დახმარების გაცემა არანაირ კავშირში არ არის, რადგან საკვები პროდუქტების გაცემა დევნილი ოჯახებისთვის წლიურ გეგმაშია გათვალისწინებული და უკვე 10 წელია ამისთვის ბიუჯეტში ტანხებია გათვალისწინებული.

“მიმდინარეობს გორში მცხოვრები ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობისათვის, საცხობი ფქვილის დარიგება. თითოეულ ოჯახზე გაიცემა 25 კგ. ფქვილი. პროდუქტის გაცემა კარალეთის დევნილთა დასახლებაში, 209-ე კოტეჯიდან ხორციელდება. ჩემი ინფორმაციით, დარჩენილია მხოლოდ კერძო სექტორი, ოჯახები, რომლებიც დევნილთა დასახლებაში არ ცხოვრობენ. 50 ტომარაღაა გასაცემი და ამით წელს დასრულდება საკვები პროდუქტით დახმარების პროგრამა. ის, რომ თითქოს ეს ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით კეთდება არის სრული აფსურდი, რადგან ეს დახმარება ჩვენი მხრიდან ყოველწლიურად გაიცემა და ის გეგმაში ზის. ვურჩევ ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს, მინიმუმ გადახედონ ჩვენი ბიუჯეტის მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს”,-ამბობს ნუგზარ კახნიაშვილი.

ინფორმაციისთვის, დევნილი ოჯახები ქურთის მუნიციპალიტეტისგან წლის განმავლობაში დახმარების სახით, სხვა საკვებ პროდუქტს, მათ შორის ზეთს და შაქარსაც იღებენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.