ადამიანები ისტორიები

ფერმერი ქალი, რომელიც სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს – რუსუდან მითაგვარიას ისტორია

რუსუდან მითაგვარია დამწყები მეწარმე და ფერმერია. პროფესიით იურისტს საკუთარი სპეციალობით არასდროს უმუშავია, დაახლოებით 10 წლის წინ , რუსუდანმა ოჯახთან ერთად სოფლის მეურნებობას მიჰყო ხელი.


დღესდღეობით, რუსუდანი არის მეფუტკრე, მეღვინე, მებაღე და აწარმოება სხვადასხვა სახეობის პროდუქტს.


“ბავშვობაში მამამ ბუნების დიდი სიყვარული გვასწავლა და დღეს თუ რაიმეს ვაკეთებ, ყველაფერს წარსული ბედნიერი წლები გასდევს ფონად. 10 წელია, სოფლის მეურნეობის კუთხით ვარ დაკავებული. შვილებთან ერთად ვშრომობ და ვინაწილებთ საქმეს. ვაწარმოებთ ფუტკრის პროდუქტებს – თაფლი, დინდგელი, სანთელი. ასევე ვაკეთებთსხვადასხვა ხილის და ყურძნის ღვინოებს, ლიქიორებს, ჩვენი გამოხდილი ხილის და თაფლის არაყს. გვაქვს 4 ჯიშის მარწყვი, რომელიც მოგვყავს ყოველგვარი შხამქიმიკატების გარეშე. ვაკეთებთ მურაბებს და წვენებს, ტყლაპს”.


წლების წინ, რუსუდანთან ფუტკარის ოჯახი მიფრინდა. ამ საქმით სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა.


“8 წლის წინ მოფრინდა ფუტკრების ერთი ოჯახი და იმ დღიდან გავხდი მეფუტკრეც. დიდი მონდომებით და სიყვარულით ვუვლი. მეფუტკრეობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ნელ-ნელა წიგნების კითხვით და ამ დარგის სპეციალისტების დახმარებით, ჩვენ გავიზარდეთ და ახლა 17 სკა გვყავს. ვაწავლობთ ხელოვნურ გამრავლებას და ფუტკრის რძეზე მუშაობას”.

რუსუდანს აქვს მცირე სანერგე მეურნეობაც, სადაც გამოჰყავს სხვადასხვა სახეობის ხილი. მომავალში სურს ეს საქმიანობა ახალგაზრდებსაც შეასწავლოს.


“შევქმენით მცირე სანერგე, სადაც გვაქვს წითელი მოცხარის, ქლიავის, ლენკროტის, ტყემლის ნერგები. ვაპირებ ახალგაზრდების ჩართულობას ამ საქმეში, რომ შევასწავლოთ მყნობა და სხვა საჭირო ოპერაციები. ჯერ მხოლოდ პროდუქტის მცირე რაოდენობა გვაქვს და ადგილობრივ ბაზარზე ვახერხებთ მათ რეალიზაციას”.

სამომავლოდ რუსუდანის სურვილია პროდუქციის გამრავალფეროვნება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.