ადამიანები ისტორიები

გიორგი ღაბოსნიძე – აგვისტოს ომის ვეტერანი და სამშვიდობო მისიის მონაწილე

გიორგი ღაბოსნიძე დღესდღეობით, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში მუშაობს კონტროლიორად. 22 წლის იყო, როცა 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო. იმ დროს ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა, თუმცა მალე ვითარება დაიძაბა და თანამებრძოლებთან ერთად მტრის პირისპირ აღმოჩნდა.


“ახლობლები ჩემს ამბავს ძალიან განიცდიდნენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ სამშობლოს დაცვა ყველა ქართველის ვალია და სწორედ რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი” , – ამბობს ის.

გიორგი თვლის, რომ არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს არ სურს, გაიხსენოს, რა ხდება ომის ქარცეცხლში, რადგან მოგონებების ამოტივტივება უფრო რთული ხდება, როცა მეგობარს კარგავ.

“დამიშვია, რომ უკან სახლში ვეღარ დავბრუნდებოდი და ჩემს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ვეღარ ვნახავდი, ბევრჯერ ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში, მაგრამ ყველაფერი უფლის ნებაა. 22 წლის გამოუცდელი ადამიანი ერთბაშად ამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დავდექი. ეს იყო უდიდესი გამოცდილება, რაც, რა თქმა უნდა, გაძლევს საშუალებას, ცხოვრებაში ღირებულებები გადააფასო”

იგი სამხედრო მოსამსახურეებს გამძლეობას უსურვებს, იმისათვის, რომ ღირსეულად მოიხადონ ვალი საკუთარი სამშობლოს წინაშე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.