“ნაციონალური მოძრაობიდან” მერობის კანდიდატი გორის ყოფილი გამგებელი, ვასილ მახარაშვილი იქნება. რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, პარტია მის კანდიდატურას უახლოეს პერიოდში ოფიციალურად წარდგენს.
ცნობილია ასევე სიის ხუთეულის შემადგენლობაც. პარტიის რეგიონალური ოფისის თავმჯდომარის, ბადრი ბასიშვილის განმარტებით, ისინი გამარჯვებისთვის მაჟორიტარულ ოლქებშიც იბრძოლებენ.
“ნაციონალური მოძრაობის” სიის ხუთეული კი ასე გამოიყურება:
- ბექა ქორჩილავა
- ანა ბალიაშვილი
- კახა ლობჟანიძე
პარტიაში ამბობენ, რომ სიაში ყოველი მომდევნო განსხვავებული სქესის იქნება. შესაბამისად, მე-4 და მე-6 ადგილზე ნანა ლოთიშვილს და ნაზი დიდებელს განიხილავენ. მე-5 ნომერს კი როგორც ბასიშვილი განმარტავს, პატიის ახალი წევრი, ნიკო კოპაძე წარმოადგენს.
დატოვეთ კომენტარი