ტელეკომპანიის “მთავარი არხი” ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს გორში მიკროფონი მოპარეს.
ახალკაცის თქმით, შემთხვევის დროს ის ენმ-ს ოფისსთან სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
“გამოძიება დაწყებულია, მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. ვიდეოკამერების ჩანაწერებიც ამოღებულია და როგორც ვიცი, მიმდინარეობს შესწავლა”, – ამბობს ახალკაცი.
მომხდარს გამოეხმაურა არხის დირექტორი, ნიკა გვარამია.
“ჩვენს ჟურნალისტს, გორში მოპარეს მიკროფონი. საქართველოს მთავრობა კლეპტოკრატები რომ იყავით, ვიცოდით, მაგრამ ახლა მართლა ხო არ გააფრინეთ?!”, – წერს გვარამია.
შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი