ახალი ამბები

ერგნეთში, ომის მუზეუმში 7 აგვისტოს გამოფენა და კონცერტი გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ომის მუზეუმის ეზოში 7 აგვისტოს ფოტოგამოფენა და კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ, ინფორმაციას მუზეუმის დამფუძნებელი ლია ჩლაჩიძე ავრცელებს.

“ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ, საღამოს 7 საათზე გაიმართება რუსეთ-საქართველოს ომის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და კლასიკური მუსიკის კონცერტი,გორელი ხელოვნების ოსტატების შესრულებით” , – აცხადებს ჩლაჩიძე.

მისივე თქმით, კონცერტი ჩატარდება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით.

დატოვეთ კომენტარი