“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”-ს გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლადო ხინჩეგაშვილი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდა.
“შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე მხარის რწმუნებული და პარტიის ოფისის წარმომადგენლები. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა მერობის კანდიდატმა, მიმოხილული იქნა არსებული მდგომარეობა, ახალგაზრდების საჭიროებები. მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებს გააცნო თავისი ხედვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე” , – აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით, პარტიის ერთ-ერთმა წევრმა სანდრო მარანელმა გაავრცელა.
შეხვედრის ჩატარების შესახებ, მედიის წარმომადგენლებისთვის არ უცნობებიათ. როგორც ფოტომასალიდან ირკვევა, შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლებიც, მათ შორის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი დიმა გოგიაშვილი.