ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გორის რაიონულმა სასამართლომ 3 წლის განმავლობაში, სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, 76 ნებართვა გასცა.
2018 წელს გორის სასამართლომ 24 შუამდგომლობა განიხილა, 2019 წელს – 25 და 2020 წელს 27.
“უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილული შუამდგომლობების უმეტესი ნაწილი მიემართება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ დანაშაულებს: ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა; თაღლითობა; განზრახ მკვლელობა” , – ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ამავე ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2020 წელს საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული 3 442 შუამდგომლობა შევიდა, მათ შორის გორში 349, საიდანაც მოსამართლეებმა 347 დააკმაყოფილეს.