ახალი ამბები

გორის მერიას სურს, რომ საპატრიარქოს მანქანა ათხოვოს

გორის მუნიციპალიტეტის მერიას სურს, რომ უწყების ბალანსზე არსებული მანქანა “mercedes-benz 313 cdi” საპატრიარქოს ათხოვოს. აღნიშნული საკითხის დასამტკიცებლად, მერიამ საკრებულოს მიმართა.

როგორც ცნობილია, მერიას თხოვნით ატენისა და გორის ეპარქიამ 14 ივლისს მიმართა.

“14 ივლისის N608 წერილის შესაბამისად, დადგა საკითხი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, ავტომანქანა „მერსედეს-ბენც 313 CDI“-ის სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით,სოფელ ვარიანში შემავალი ტაძრების მომსახურების მიზნით” , – განმარტავს გორის მერია.

იმ შემთხვევაში თუ საკრებულო აღნიშნულ საკითხს მხარს დაუჭერს, მანქანა საპატრიარქოს სარგებლობის უფლებით, 2 წლის ვადით გადაეცემა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.