გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში სკვერი და ტრენაჟორები მოეწყობა. შესაბამისი ტენდერი ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა და სამუშაოებისთვის 30 370 ლარი გაითვალისწინა.
პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორიაზე განთავსდება სკამები, სანათები და ტრენაჟორები.
სატენდერო პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაასრულოს.
დატოვეთ კომენტარი