აჩაბეთიდან დევნილმა ოჯახმა, რომელიც ამჟამად გორში ცხოვრობს, სახელწიფოს დაუმტკიცა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ბინა არ მიუღია.
ოჯახის ინტერესებს სასამართლოში “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი 2018 წლიდან იცავდა.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი მოქალაქის – ე.ბ.-ს ადმინისტრაციული სარჩელი და ბათილად ცნო ის ადმინისტრაციული აქტები, რომლითაც ე.ბ.-ს ოჯახი მიწერილი იქნა ბ.ბ.-ს ოჯახის შემადგენლობას, მიჩნეული იქნა საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ ოჯახად და უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე”, – განმარტავენ “ადამიანის უფლებათა ცენტრში”.
ლექსო მერებაშვილის ცნობით, საცხოვრებლით უზრუნველყოფის ნაწილში სასამართლომ ამ ეტაპზე უარი უთხრა ე.ბ.-ს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე, თუმცა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაავალა, ე.ბ.-ს ოჯახის ცალკე ოჯახად რეგისტრაცია და დაკმაყოფილებულ დევნილ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან ამოღება..
სასამართლო დავა 12 წელი გაგრძელდა.