ახალი ამბები

ახალი რეგულაციების გამო, ბიისის საზაფხულო ბანაკში შემდეგი ნაკადები ვეღარ წავლენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 19 ივლისიდან იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად. აღნიშნული რეგულაციიდან გამომდინარე, ბიისის საზაფხულო ბანაკში შემდეგი ნაკადები ვეღარ წავლენ.

“ახალი რეგულაციების გამო ვეღარ გავაგრძელებთ ბიისის ბანაკს. პირველი ნაკადი კვირას ჩამოვა და შემდეგს აღარ გავუშვებთ” , – განმარტავენ გორის მერიაში.

როგორც ცნობილია, ბანაკში ჯამში 400 ახალგაზრდა უნდა გაგზავნილიყო. მერიამ აღნიშნული პროექტი 36 800 ლარით დააფინანსა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.