სტატიები

გორის მუნიციპალიტეტში, სოციალურად დაუცველთა რიცხვი 6 თვეში 731-ით გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში 21 844 სოციალურად დაუცველი პირი ცხოვრობს. აქედან 3 911 ქალაქში, 17 933 კი სოფლად. მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირებიდან 10 188 ბავშვია.

2020 წელს, მათი რიცხვი შედარებით ნაკლები იყო. სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი ბოლო 6 თვეში მომატებულია, როგორც ქალაქში ისე სოფლად.

კონკრეტულად კი, 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში სულ 21 113 პირი იღებდა სოციალურ შემწეობას, აქედან 3 629 მოსახლე ქალაქში, 17 484 კი სოფლად.

წელიოჯახების რაოდენობამოსახლეთა რაოდენობაბავშვების რაოდენობა
2020 წელი5 766 ოჯახი21 113 ადამიანი7 064 ბავშვი
2021 წელი, იანვარი-ივნისი5963 ოჯახი21 844 ადამიანი10 188 ბავშვი
მონაცემები აღებულია სოციალური მომსახურების სააგენტოდან

ინფორმაციისთვის, მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის დახმარება, რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.