გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, ბერბუკში, ჯარიაშენში, წითელუბანსა და ორმოცში მოსაცდელები მოეწყობა.
სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულდება. ამისთვის გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 17 დან 20 ივლისამდე გაგრძელდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად კი 30 670 ლარია განსაზღვრული.
ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტისთვის განხორციელებული პროექტების ღირებულება 1 მლნ 600 ათას ლარამდე იყო განსაზღვრული. წელს კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების დაფინანსება 308 ათას ლარამდეა შემცირებული.
დატოვეთ კომენტარი