ახალი ამბები

5 ივლისს ნაცემი ოპერატორი გარდაიცვალა – გორში ჟურნალისტები აქციას გამართავენ

დღეს, გორში მომუშავე ჟურნალისტები მდუმარე აქციას გამართავენ.

მედიის წარმომადგენლებმა აქციის გამართვა ძალადობრივ კონტრაქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორის გარდაიცვალების გამო გადაწყვიტეს.

“ვიკრიბებით, რათა გამოვხატოთ მწუხარება ჩვენი კოლეგის, 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. კიდევ ერთხელ დავგმოთ ძალადობა და მოვითხოვოთ ყველა დამნაშავის და პასუხისმგებელი პირის დასჯა”, – ამბობენ ჟურნალისტები.

მდუმარე აქცია გორში, ცენტრალურ მოედანზე, 14:00 საათზე გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი