გორის მე-5 საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობას მოადგილე, ნინო ოქროპირიძე ასრულებს.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ახალი დირექტორის დანიშვნაზე გადაწყვეტილებას მინისტრი მიიღებს.
მე-5 საჯარო სკოლაში დირექტორის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თანამდებობა ზურა ქარელმა დატოვა. ნანა ტერმაკოზაშვილის განმარტებით, ქარელი მე-5 საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად აგრძელებს მუშაობას.
“დირექტორის მოვალეობას ასრულებს მოადგილე ნინო ოქროპირიძე. დირექტორის დანიშვნაზე გადაწყვეტილებას მინისტრი იღებს. შეუძლია დანიშნოს მოვალეობის შემსრულებელი, შეუძლია არ დანიშნოს და კონკურსის გამოცხადებამდე, მოადგილე ასრულებდეს მოვალეობას. ვადებში შეზღუდული არ არის”, – ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.