ახალი ამბები

ხურვალეთში “ფერმერის დღეს” გუბერნატორის ახლადდანიშნული მოადგილეები დაესწრნენ

ხურვალეთში ფერმერის დღე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, FinExCoop საქართველომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მოწყობილ სადემონსტრაციო ნაკვეთში პროექტის შედეგები შეაჯამა. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ მას საექსპერიმენტოდ გადასცა საშემოდგომო ხორბლის ორი ახალი ჯიში, ორი ახალი საშემოდგომო ტრიტიკალის ჯიში და ერთი ახალი საშემოდგომო ქერის ჯიში.

“პროექტი საექსპერიმენტო და სადემონსტრაციო სამუშაოებისთვის თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან და მათ ადგილობრივ წარმომადგენლებთან, იმისთვის რომ პოპულარიზაცია გაუწიონ საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციას და საუკეთესო ტექნოლოგიების გადაცემას”,-განმარტავენ ორგანიზატორები.

ღონიძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები აბელ აბესაძე და თემურ ხუბულური დაესწრნენ.

ინფორმაციისთვის, პროექტი “ფინანსბი, საექსტენციო სერვისები და კოოპერაციული განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (EU) NIF პროგრამის ფარგლებში და ახორციელებს საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.