ახალი ამბები

საგანმანათლებლო კონკურსში ხელთუბნის სკოლის მოსწვლეებმა მეორე ადგილი დაიკავეს​

პროექტის “ოლიმპიზმი სკოლებში” ფარგ​ლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. 

პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსის პირველ ტურში, შემეცნებით სპორტულ ვიქტორინაში, გაიმარჯვა მე-6 კლასის მოსწავლემ, იზა ტერტერაშვილმა, ხოლო მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქეთევან აბალაკმა და ანა ოტიაშვილმა, პროექტის კონკურში რეგიონის მასშტაბით მე-2 ადგილი დაიკავეს. 

შეხვედრაზე ასევე  დაჯილდოვდა მასწავლებელი მაგული ტერმაკოზაშვილი, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები