გორში მომუშავე ჟურნალისტებმა დღეს მშვიდობიანი აქცია გამართეს.
მედიის წარმომადგენლები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და ყველა იმ პირის დასჯა მოითხოვეს, ვინც 5 ივლისს თბილისში ჟურნალისტებზე იძალადა.
“რადიკალური ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ჟურნალისტებისა და ზოგადად, სოლიდარობის ნიშნად, იმართება ჟურნალისტების აქცია.აქციის მთავარი მიზანი და მოთხოვნაა: შეწყდეს ჩვენზე ძალადობა! მოგვეცეს თავისუფალ გარემოში მუშაობის საშუალება! და რაც მთავარია, უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლებმაც პროფესიული მივალეობის შესრულების დროს სასტიკად იძალადეს ჟურნალისტებზე”, – აცხადებდნენ მედიის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, თბილისში ძალადობის ჯგუფები 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწრდნენ.