ახალი ამბები

ბასიშვილი: საარჩევნოდ, გორში ძალიან საინტერესო ამბები დატრიალდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ბადრი ბასიშვილი წინასაარჩევნო პროგნოზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გორში გამორჩეულად საინტერესო პროცესები განვითარდება.

გორში ძალიან საინტერესო ამბები დატრიალდება. ეს ოპოზიციამ საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ, მაგრად უნდა დავდგეთ და „ოცნებას“ არჩევნების გაყალბების უფლება არ მივცეთ, – ამბობს ბადრი ბასიშვილი.

მისი აზრით, ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას შიდა ქართლში, სხვა რეგიონებთან შედარებით მეტი მოკავშირე ჰყავს, რომელიც მმართველ გუნდს საარჩევნოდ ხმებს წაართმევს. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ბასიშვილი ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარება ოპოზიციამ სათავისოდ უნდა გამოიყენოს და “ქართული ოცნების” ყოფილი და ამჟამინდელი გუნდის დამარცხება შეძლოს.

“გორში “ქართულ ოცნება“ გახარიას გამო, ისედაც კარგავს ხმებს. შიდა ქართლში და კერძოდ გორში, თავის დროზე, დიდი გავლენები ჩამოუყალიბდა გახარიას კლანს. მხედველობაში მყავს საბანაძე-ხოჯევანიშვილების კლანი. გახარიას კლანს წარმოადგენენ წვრილ-წვრილი ბიზნესმენებიც, რომლებსაც ტენდერები მოაგებინეს. მოკლედ, ფული აშოვნინეს“, – ამბობს ბადრი ბასიშვილი.

ენმ-ის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ წინა წლებში “ქართულმა ოცნება” საარჩევნო ხმებს ამ ხალხის დახმარებით აგროვებდა.

გორში იმდენი ფული დახარჯეს. მთელი დესანტი აქ იყო გადმოსროლილი. საბანაძიდან დაწყებული, ოხანაშვილით დამთავრებული, ყველა „ოცნების” ხმებზე მუშაობდა“.

მმართველ პარტიაში მომხდარი ცვლილებების გამო, ბასიშვილი ფიქრობს, რომ წელს გორში საარჩევნო პროცესები სრულიან განსხვავებული სცენარით განვითარდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.