გორის კასპის მაჟორიტარი პარლამენტში გიორგი ხოჯევანიშვილი თბლისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
ხოჯევანიშვილის გმობს ძალადობას და ამბობს, რომ, ხელისუფლებას არ უნდა დაეშვა დაპირისპირება მოქალაქეებს შორის.
“დღეს, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თითოეულ ნათქვამ სიტყვასაც კი ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. კატეგორიულად მიუღებელია ამ ვითარების პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება. ხელისუფლების ვალდებულებაა შეასრულოს საკუთარი ფუნქცია. მას არ უნდა დაეშვა ძალადობა და დაპირისპირება მოქალაქეებს შორის. შექმნილი ვითარების განმუხტვა ახლა უმთავრესი ამოცანაა – ამაში ყველამ საკუთარი პოზიტიური წვლილი უნდა შეიტანოს და ხელი შეუწყოს სიტუაციის დეესკალაციას”, – ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი
ინფორმაციისთვის, თბილისი პრაიდის აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ასევე თავს დაესხნენ ადგილზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს. დაშავებულია რამოდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი.