კოვიდვითარების გაუარესების გამო გორის მუნიციპალიტეტში დისტანციური სწავლების რეჟიმზე იმყოფება 35 საჯარო სკოლა, ხოლო საააღმზრდელო პროცესი შეჩერდა 30 საბავშვო ბაღში.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულია 1128 მოსწავლე.
სკოლების ნაწილი, ჰიბრიდული სწავლების რეჟიმზეა, ნაწილი კი სრულად დისტანციურზე.
რაც შეეხება, საბავშვო ბაღებს, როგორც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისთვის ინფიცირებულია საბავშვო ბაღების 90 თანამშრომელი.
“სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 30 საბავშვო ბაღში, ჩვენი ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექცია გამოუვლინდა 42 აღსაზრდელს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ უსაფრთხოების ნორმების დაცვას და პერსონალს პერიოდულად უტარდება ტესტირება”, – აცხადებენ სააგენტოში.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსზე ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ საჯარო სკოლის პედაგოგებსაც.