გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ატენში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას გეგმავს. უწყებამ პროექტის შედგენის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. გარდა ამისა, მერია გორში, ცხინვალის გზატკეცილის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაციასაც გეგმავს.
“ატენში 3 უბნის გზის რეაბილიტაციის საორიენტაციო ღირებულება 1 500 000 ლარია, ხოლო გორში, ცხინვალის გზატკეცილის მონაკვეთის რეაბილიტაციის ღირებულება 800 000 ლარია” , – განმარტებულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
დეტალური საინჟინრო პროექტის შესადგენად, გორის მერია შერჩეულ კომპანიას 69 000 ლარამდე თანხას გადაუხდის.
დატოვეთ კომენტარი