გორში, ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილი, არაკომპაქტურად მცხოვრებ ოჯახებზე დაიწყება დახმარების გაცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე გაიცემა მცენარეული ზეთი, თითოეულ ოჯახზე – 10 ლიტრი.
“ქურთის მუნიციპალიტეტი აგრძელებს 2022 წლის სოციალური პროგრამის მიხედვით ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილ ოჯახებზე დახმარების გაცემას. ამ ეტაპზე გაიცემა მცენარეული ზეთი. თითოეული ოჯახი მიიღებს 10 ლიტრ მცენარეულ ზეთს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსახლოება კუთვნილი დახმარების მისაღებად კარალეთის დევნილთა დასახლებაში, 421-ე კოტეჯში უნდა მივიდეს.
დატოვეთ კომენტარი