გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ერთ წელში 500-თ შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2021 წელს გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 120 600 ადამიანს შეადგენს, განსხვავებით, 2020 წლისგან, როდესაც მოსახლეობა 121 100 იყო.
რაც შეეხება, წინა წლების მონაცემებს:
2019 წელს გორის მუნიციპალიტეტში 122 200 ადამიანი ცხოვრობდა;
2018 წელს – 123 200;
2017 წელს – 123 200;
ხოლო 2016 წელს 123 800.
ბოლო 5 წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა 3 200-თ შემცირდა.
დატოვეთ კომენტარი