ახალი ამბები

გორის მერიამ კომპანიას საპატიო მოქალაქის 48 ცალი მოწმობა დაამზადებინა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთ-ერთ კომპანიას საპატიო მოქალაქის 48 ცალი მოწმობა დაამზადებინა.

უწყებამ ხელშეკრულება “ბრენდჰაუსს” გაუფორმა, რომლის ფარგლებშიც მერიამ კომპანიას 2 864 ლარი გადაურიცხა. აღნიშნული თანხით, “ბრენდჰაუსი” საპატიო გორელის 48 ცალ მოწმობას, ასევე 65 ცალ საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ მოვერცხლილ, გრავირებულ სამკერდე ნიშანს და 35 ცალ მოვერცხლილ სამკერდე ნიშანს ამზადებს.

“მოწმობაზე კანონმდებლობის მოთხოვნითა დაცვით, დატანილია გორის მუნიციპალიტეტის გერბი, მოქალაქის პირადი ნომერი, სახელი გვარი, ფოტოსურათი 3/4-ზე და საბუთის ნომერი. უკანა მხარეს დატანილია საქართველოს სახელწიფო მცირე გერბი, გორის მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო ცენტრში კი წარწერა” , – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ მოწმობებს და სამკერდე ნიშნებს კომპანია მერიას მიმდინარე წლის 22 თებერვლამდე მიაწვდის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.