ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს კონტროლიორებმა უბილეთო მგზავრების დაჯარიმება დაიწყეს. ბოლო დრომდე, ისინი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ. სააგენტოს ცნობით, დაჯარიმებულთა ოდენობის შესახებ, ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
“დაჯარიმებული მგზავრი ჯარიმის გადახდას შეძლებს თიბისი ბანკის ფილიალებში სპეციალური საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდით, რომელიც დატანილია ჯარიმის ქვითარზე და ასევე, ჯარიმის გადახდა შესაძლებელია თიბისი ფეის ჩასარიცხი აპარატების მეშვეობით” , – განმარტავენ სააგენტოში.
როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობა 20 ლარით ჯარიმდება. როგორც კონტროლიორები აცხადებენ, მგზავრმა ბილეთი ავტობუსში ასვლისთანავე უნდა აიღოს.