ახალი ამბები

ზეღდულეთში სადაო მიწის ნაკვეთისთვის ომში დაღუპული გმირების სახელის მინიჭება სურთ 

ზეღდულეთში სადაო მიწის ნაკვეთისთვის ომში დაღუპული გმირების სახელის მინიჭება სურთ.

ერთ-ერთი ადგილობრივი რადიო “მოზაიკასთან” ამბობს, რომ გადაწყვიტეს ხელმოწერების შეგროვება და ინიციატივის მომზადება, რათა სადაო მიწის ნაკვეთს მიენიჭოს 2008 წლის ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების სახელი. 

“ზეღდულეთიდან 2008 წლის ომის დროს 5 ჯარისკაცი დაიღუპა გმირულად, სოფელმა გადაწყვიტა ხელმოწერების შეგროვება, პირადად მე ვიარე და მოვაგროვე. ამ დროისთვის 500 -მდე ხელმოწერაა. რომ ამ მიწის ნაკვეთს მიენიჭოს სახელი “გმირი ბიჭების მამული”. ჩვენ ამ წერილი უნდა მივმართოთ ცენტრალურ ხელისუფლებას და ვთხოვოთ, რომ შესაბამის სამსახურებს მიაწვდინონ ხმა, რომ ეს ინვესტორები იყვნენ გაფრთხილებულები, სანამ ეს დავა არსებობს, სამეურნეო სამუშაოები არ ჩატარდეს. არ გვინდა, რომ კონფლიკქტი მოხდეს და ცუდი შედეგები მივიღოთ”, – ამბობს ზეღდულეთში მცხოვრები იმედო ცერცვაძე. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში წლების წინ გასხვისებულ მიწის ფართობზე დავა არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ამჟამინდელმა მფლობელმა გამოთქვა მზაობა, რომ მიწის გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 40 ჰა, ადგილობრივებს გადასცეს უსასყიდლოდ, ზეღდლეთში მცხოვრები მოსახლეობა არ თანხმდება. მათი თქმით, აღნიშნული ნაკვეთი ისედაც სოფლის საკუთრებაა და მათ სრულად სარგებლობა უნდა შეეძლოთ. 

დატოვეთ კომენტარი