ახალი ამბები

გორის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად ჩხარტიშვილის დაბრუნებას ითხოვენ 

ერისთავის თეატრის მსახიობების ნაწილი სამხატვრო ხელმძღვანელად დავით ჩხარტიშვილის დაბრუნებას ითხოვს. მათ შესაბამისი წერილით უკვე მიმართეს კულტურის სამინისტროს.  

დავით ჩხარტიშვილს ხელშეკრულების ვადა 1 -ელ იანვარს გაუვიდა, სამინისტრომ კი გაგრძელება აღარ ისურვა. გარდა ამისა, უწყებამ ერისთავის თაეტრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ვაკანსიაც გამოაცხადა. 

“სამინისტროსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, დავით ჩხარტიშვილი ერისთავის თეატრის დასს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა. 

დატოვეთ კომენტარი