ახალი ამბები

გორში გახარიას პარტიის ოფისი დაიხურა

გორში გახარიას პარტიის ოფისი დროებით დაიხურა. პარტიაში “საქართველოსთვის” განმარტავენ, რომ ოფისის დახურვის მიუხედავად, საქმიანობას აქტიურ რეჟიმში საკრებულოში აგრძელებენ.

“პარტიული საქმიანობა გრძელდება საკრებულოში და შესაბამისად ფრაქციის ოთახში. რაც შეეხება რეგიონულ ოფიის, მუშაობას გააგრძელებს არჩევნების სავარაუდო თარიღების ცნობისთანავე” , – აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა ფანიაშვილი.

პარტიის ოფისი საზეიმოდ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ 1-ელ ივლისს გაიხსნა და 6 თვის განმავლობაში იმუშავა.

დატოვეთ კომენტარი