გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. "ერთი მიწის შვილები ვართ, მშვიდად და დაპირისპირება არ გვინდა", - უთხრა საკრებულოს დარბაზში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს დავით რაზმაძემ. დღეს, 14 იანვარს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრგით გათვალისწინებულ 35 საკითხს უყარეს კენჭი.
დატოვეთ კომენტარი