შპს ,”ახალი ქსელები” სატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების მიზნით გორის მერიისგან 26 გარე განათების ბოძს იჯარით ითხოვს.
გარე განათების ბოძები ქალაქის მასშტაბით 7 ლოკაციაზეა განთავსებული.
შინდისის გზ. N15-სა და N26-ს შორის არსებული 2 გარე განათების ბოძი;
მშვიდობის გამზ. N1ა-ს მიმდებარედ არსებული 1 გარე განათების ბოძი;
თამარ მეფის V კვარტლის N7 კორპუსიდან აღმაშენებლის და ანტონოვის ქუჩების გადაკვეთამდე არსებული 13 გარე განათების ბოძი;
მშვიდობის გამზირის N12 – დან N14 – მდე არსებული 5 გარე განათების ბოძი;
სამადაშვილის ქუჩაზე 4 გარე განათების ბოძი;
გორიჯვრის ქუჩაზე 7 გარე განათების ბოძი;
კეცხოველის ქუჩაზე 7 გარე განათების ბოძი.
აუდიტორული შემოწმების შემდეგ, წლიური საიჯარო ქირა 26 გარე განათების ბოძისთვის განისაზღვრა 1560 ლარით. კომპანია იჯარას 2 წლის ვადით ითხოვს.
საკითხს დეპუტატები 14 იანვრის საკრებულოზე უყრიან კენჭს.