ახალი ამბები

“ცხინვალის მაცნეს” გორში ფართით სარგებლობის ვადის გაგრძელება სურს 

ა(ა)იპ ცხინვალის რეგიონის ჟურნალისტიკის ფონდი გორის მერიას სთხოვს, რომ უსასყდილო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცეს სამების #1 -ში მდებარე ოთახი. 

ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადებით 2021 წლის 4 ნოემბერს მიმართა გორის მერიას. 

“ჟურნალისტიკის ფონდი ქართული ჟურნალისტიკის შემდგომი განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით, აქტიურად მონაწილეობს უახლესი ქართული ჟურნალისტიკის მატიანეს შექმნაში, ასახავს ცხინვალში გამომავალ ერთადერთ ქართულენოვანი და დევნილი გაზეთების ისტორიას, ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებას მშვიდობის მისაღწევად”, – ვკითხულობთ განკარგულებაში, რომელზეც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა იმსჯელოს. 

აღნიშნული განცხადების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ცხინვალის რეგიონის ჟურნალისტიკის ფონდს უსასყიდლსოდ სარგებლობაში, საოფისედ გადაეცეს სამების ქ. N1-ში მდებარე ფართი (20.44კვ.მ.) 

იმ შემთხვევაში, თუკი საკრებულო საკითხს დადებითად გადაწყვეტს, “ცხივნალის მაცნე” ფართს კიდევ ერთი წლის ვადით, უსასყიდლოდ მიიღებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.