რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცლა.
უწყების განცხადებაში არ არის ნათქვამი ვინ არის და რომელი სოფლის მკვიდრია უკანონოდ დაკავებული მოქალაქე.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.
დატოვეთ კომენტარი