გორის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაერთიანებული წყალმომარაგების შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელად დაინიშნა.
მან აღნიშნული თანამდებობა 30 დეკემბრიდან დაიკავა.
“ჩემი მერობის პერიოდშიც მქონია შეხება აღნიშნულ სამსახურთან. ვიცნობ მისი მუშაობის სპეციფიკას, შესაბამისად ჩემთვის უცხო არ არის ეს ყველაფერი” , – ამბობს თავზარაშვილი.
კონსტანტინე თავზარაშვილი 2017-2021 წლებში იყო გორის მუნიციპალიტეტის მერი, მანამდე 2014-2017 წლებში იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
დატოვეთ კომენტარი