2021 წელი, როგორც ქვეყნისთვის, ისე გორისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით გამოირჩეოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც თან საკადრო ცვლილებებიც ახლდა.
რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ პოლიტიკური მოვლენების მოკლე შეჯამებას:
- ახალი მერი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა. საკრებულო კი 36 წევრით დაკომპლექტდა.
- გორის მერმა მრჩეველი დაინიშნა – ეს პოზიცია სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელმა დავით კვერნაძემ დაიკავა.
- დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარე მესამედ გახდა. საკანონმდებლო ცვილებების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა 3 წევრით განისაზღვრა და წელს პირველად საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ ქალი, თამარ მურალოვა აირჩიეს.
- არჩევნებამდე არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა გორი მუნიციპალიტეტის მერიაშიც. ყოფილი მერის მოადგილეებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა თანამდებობები დატოვეს და ოპოზიციაში გადანაცვლებულ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ.
- გორის მერის მოადგილეებად დაინიშნენ თამაზ შიოშვილი და ნიკოლოზ ღვინიაშვილი. შიოშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ღვინიაშვილი კი კომუნიკაციების კომპანიაში მუშაობდა.
- გორის მერიამ სამსახურიდან გაათავისუფლა მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების ხელმძღვანელი. ოლეგ ხუბულურმა აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. მის მიმართ დისციპლინარული საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან, 15 ივნისს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გორის მერია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. გათავისუფლების მიზეზად, მას სამსახურში არ გამოცხადებები და გაკეთებული ნეგატიური შეფასებები დაუსახელეს.
- თანამდებობა დატოვა გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბაჩანა გვიანიშვილმა. იგი აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი ბარჯაძემ ჩაანაცვლა.
- გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოდან გაათავისუფლეს მამუკა ფანიაშვილის ძმა, კახა ფანიაშვილი. იგი აღნიშნულ სააგენტოში ფინანსური მენეჯერის პოზიციას იკავებდა.
- 2021 წელს დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორად ვალერიან მჭდლიძე. მანამდე გუბერნატორის მოვალეობას სიმონ გულედანი ასრულებდა, რომელიც ახლა გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზეა.
- ივლისში თანამდებობები დატოვეს გუბერნატორის მოადგილეებმა, ნუგზარ სამხარაძემ და ამირან ქრისტესიაშვილმა. მათი ადგილი დაიკავეს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, თენგიზ ხუბულურმა და “ქართული ოცნების” კორდინატორმა, აბიკო აბესაძემ.
დატოვეთ კომენტარი