გორში მოსული თოვლის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს ა(ა) იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
“მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი საავრომობილო გზებზე, ხიდებზე, გზაჯვარედინებზე. სამუშაოები დღეს დილიდანაც განახლდა, ტექნიკური მარილი დაიყარა ხიდისთავი-გორის დამაკავშირებელ და კვერნაკის სასაფლაოსთან მისასვლელ გზებზე”,- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
დატოვეთ კომენტარი